დონალდ ტრამპი - ასადი თავისი ქვეყნიდან გაიქცა - მისი მფარველი, რუსეთი, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით

ასადი წავიდა, ის თავისი ქვეყნიდან გაიქცა. მისი მფარველი, რუსეთი, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.

„უპირველეს ყოვლისა, რუსეთს იქ ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. მათ სირიის მიმართ ინტერესი უკრაინის გამო დაკარგეს, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს“, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულ მდგომარეობაში არიან, რუსეთი უკრაინისა და ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ირანი კი ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატების გამო.

შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა სირიის დედაქალაქი დამასკო დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა დედაქალაქი თვითმფრინავით დატოვა. ამ დროისთვის, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს