ირაკლი კობახიძე - სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია, უკვე დიდი ხანია ამ ყველაფერმა არასერიოზული სახე შეიძინა

სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია, უკვე დიდი ხანია ამ ყველაფერმა არასერიოზული სახე შეიძინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს“.

მისივე შეფასებით, „როდესაც კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას ერთმანეთს უთანაბრებენ, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი“.

„სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია, უკვე დიდი ხანია ამ ყველაფერმა არასერიოზული სახე შეიძინა.

რაც შეეხება კანონს ლგბტ-ს წინააღმდეგ, როდესაც ერთმანეთს უთანაბრებენ კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი. მინდა შეგახსენოთ, რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონი. ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება დაკანონდეს ერთსქესიანი პარტნიორობა, ანუ არ შეიძლება ამას კანონის სახე მიეცეს. ეს ყველაფერი ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება ქირურგიული ჩარევით საქართველოში სქესის შეცვლა. არ შეიძლება ვინმემ დაგაძალოთ, რომ მაინც და მაინც ნეიტრალური ტერმინოლოგია გამოიყენოთ, მაგალითად, სქესთან დაკავშირებით. არ შეიძლება კანონში განისაზღვროს ორის გარდა სხვა სქესთა ე.წ. სპექტრი და ა.შ. ანუ უმარტივესი კანონია, უმარტივეს თემებზეა საუბარი ამ კანონში.

20 წლის წინ ასეთ თემებზე ვინმეს სერიოზულად საუბარი რომ დაეწყო, ალბათ, გაუკვირდებოდა. თუმცა, რეალურად დღეს სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. დღეს გვეუბნებიან, რომ ქალის და კაცის გარდა აუცილებლად კანონში უნდა გეწეროს ბევრი სხვა სქესიც. ეს ხომ უბრალოდ გაუგონარი რამეა და უფრო მეტიც, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ეს და ევროინტეგრაცია არის ერთი და იგივე. ეს სწორი მიდგომა არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულ საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო