ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერც ახალ წელს

მინდა, ყველას ვუთხრა, „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შოთა უტიაშვილმა, „რომლის იდეაც იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს საახალწლო ნაძვის ხის დაწვა დააანონსა“.

„იცით, რომ დღეს დილიდან რუსთაველზე დაიწყო საახალწლო ნაძვის ხის აწყობა. შოთა უტიაშვილმა, მინდა, შეგახსენოთ, ვინ არის შოტა უტიაშვილი - ეს არის ერთ-ერთი „ზონდერი“ ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე, თავის დროზე ის მუშაობდა ვანო მერაბიშვილთან შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი იდეა იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება. მაშინ მოკლეს მერაბიშვილის და „ნაცმოძრაობის" ზონდერებმა ოთხი ადამიანი. სწორედ უტიაშვილის იდეა იყო ამ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება და ამ ადამიანმა შოთა უტიაშვილმა დღეს ნაძვის ხის დაწვა დააანონსა. მინდა, ყველას ვუთხრა შემდეგი „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერც ახალ წელს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის