ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - რომ არ იძალადოთ, საერთოდ არ იქნება არც მხუთავი გაზი და არც წყალი

ახლა გაგაძევებთ, ნუ ტლიკინებ იცოდე, გაგაძევებ, თუ ტლიკინს გააგრძელებ. „ნაცი“ რომ ხარ, ტლიკინის უფლება არ გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებმა ამას მიგაჩვიეს. სირცხვილია, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Bm.ge-ს ჟურნალისტ თელარა გელანტიას მას შემდეგ, რაც მან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერს კითხვა დაუსვა.

„რომ არ იძალადოთ, საერთოდ არ იქნება არც მხუთავი გაზი და არც წყალი. ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმს მიადგნენ, აგინებდნენ უშვერი სიტყვებით და ესროდნენ ქვებს და შუშის ბოთლებს. ამან გამოიწვია წყლის და გაზის გამოყენება. თქვენი პარტია აკეთებდა ამას. თუ არ დაესხმებით თავს პარლამენტის შენობას, შსს-ს, არაფერი იქნება“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

პრემიერის განმარტებით, აქციაზე წყლის ჭავლი და აირი იმისთვის გამოიყენება, რომ შეკრება დაიშალოს.

„არავინ მოკვდება. მაგალითად, გერმანიაში აკრძალულია შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვა იმიტომ, რომ როდესაც შეკრებაზე ნიღბით მიდიხარ, ამით სერიოზულ რისკებს აჩენ, რადგან ძალიან უჭირს მერე შსს-ს რეაგირება და მოძალადეების იდენტიფიცირება. აპრიორი ითვლება, რომ თუ სახე გაქვს დაფარული და ასე მიდიხარ შეკრებაზე, ე.ი. წინასწარვე ემზადები ძალადობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, პრემიერმა გუშინ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმაზე კითხვასაც უპასუხა.

„სასიკვდილოდ გაწირეს? რატომ უტრირებ ახლა? სასიკვდილოდ თუ ვინმე გაწირეს, იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი, რომელსაც თქვენმა თანაპარტიელმა, „ორკმა“ სახეში პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა და არც ერთხელ დაგიგმიათ ეს ფაქტი. სირცხვილია. რატომ, იცი? იმიტომ, რომ „ნაცი“ ხარ და „ნაცები“ ხართ თავიდან ბოლომდე თქვენი ტელევიზია“,- მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს