„რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

„რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები და ჟურნალისტები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ფორმულას” ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება” ფიზიკურად უსწორდება არამხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ განურჩევლად ყველა პროფესიის მქონე მოქალაქეს.

„განსაკუთრებით, მედიის წარმომადგენლებზე გაცხადებული ძალადობა, რომელიც დაუსჯელია 5 წლის წინ უნდა გადავახვიოთ და იქიდან დავიწყოთ. საბოლოო ჯამში, რაც არ გკლავს უფრო გაძლიერებს და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვა იქნება ის, რაც რეჟიმს თავს წააწყვეტს”, - განაცხადა დავით ქაშიაშვილმა.

პარალელურად, მედიის მხარდამჭერი აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზეც მიმდინარებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს