ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი - ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა, ასევე, აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს

ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა. ეს ასევე აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი შეფასებით, სირიის აღდგენის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ყველა მხარე მზად უნდა იყოს კონსტრუქციული ჩართულობისთვის.

„ჩვენი პრიორიტეტი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ვიმუშავებ ყველა კონსტრუქციულ პარტნიორთან, სირიასა და რეგიონში. მჭიდრო კავშირში ვარ რეგიონის მინისტრებთან. სირიის აღდგენის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ყველა მხარე მზად უნდა იყოს კონსტრუქციული ჩართულობისთვის”, - წერს კაია კალასი.

შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს