ზურაბ ჯაფარიძე - ჩემს კორპუსთან არის მოსული „პოლიცია“, ყოველგვარი წინაპირობის ან საბუთის გარეშე პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას ითხოვენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სამართალდამცველები მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებიან.

მისივე თქმით, სამართალდამცველები პერიმეტრზე არსებული ვიდეო-კამერების ჩანაწერებზე წვდომას ითხოვენ.

„ამ წუთას, ჩემს კორპუსთან არის მოსული „პოლიცია“. ყოველგვარი წინაპირობის ან საბუთის გარეშე ითხოვენ პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას. (არ ვარ სახლში, მეზობლისგან გავიგე)“, - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო