დავით მათიკაშვილი - ნიღბების აკრძალვა საჭიროა, რომ აქციამ მშვიდობიანი ფორმა ბოლომდე შეინარჩუნოს და თუკი ვინმეს ხელი წაუცდება და ჩაიდენს ქმედებას, რაც თუნდაც გუშინ ვიხილეთ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება იყოს მარტივი და იყოს ამოცნობადი

კარგად დაინახა საზოგადოებამ, რომ ნიღბების ქვეშ შესაძლოა იმალებოდეს ისეთი სახეები, რომელთაც დესტრუქციის, ცეცხლის წაკიდების, კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გარდა არაფერი არ სურთ სხვა აქციაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, აქციაზე ნიღბების აკრძალვა საჭიროა, რომ აქციამ მშვიდობიანი ფორმა ბოლომდე შეინარჩუნოს და თუკი ვინმე დანაშაულს ჩაიდენს მარტივად მოხდეს მისი ამოცნობა.

„რეალურად არავინ მშვიდობიანი პროტესტის ინიციატივით ნიღბებით იქ ალბათ არ გადის. პრაქტიკა ამას მეტყველებს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, ვიცით ჩვენ გერმანიის მაგალითი. გერმანია არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას მისი ძალიან მკაფიო გაანალიზების გარეშე, იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, რადგან ნიღბები ნამდვილად კონტრპროდუქტიულია. ნიღბების აკრძალვა საჭიროა, რომ აქციამ მშვიდობიანი ფორმა ბოლომდე შეინარჩუნოს და თუკი ვინმეს ხელი წაუცდება და მაინც ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც ჩვენ თუნდაც გუშინ ვიხილეთ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, კონკრეტული პროცესუალური მოქმედებების დაწყება იყოს მარტივი და იყოს ამოცნობადი ეს ადამიანი. ესაა და ეს მხოლოდ, ისევ მართლწესრიგს და ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!