დავით მათიკაშვილი - კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, რომელიც გუშინ საზოგადოებამ იხილა ჟურნალისტების მიმართ - ასევე, ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში მუდმივი ბულინგი და ძალადობა პოლიციელებზე, ეს ყველაფერი ცხადია უნდა დასრულდეს

კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც გუშინ საზოგადოებამ იხილა კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ. მე მინდა, პირველ რიგში მათ ჯანმრთელობა ვუსურვო და იმედი გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები, სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე მოახდენენ ეფექტურ რეაგირებას და იქნება ადეკვატური პასუხი გაცემული ამ ძალიან მძიმე შემთხვევაზე , - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ქვეყანა უნდა დამშვიდდეს.

„მიუღებელია და დასაგმობი ცხადია ძალადობა, მის ნებისმიერ გამოვლენაში, ცხადია პირველ რიგში, ფიზიკური ძალადობა, ასევე, ვერბალური ძალადობა, ასევე ბულინგი, ძალადობა როგორც ასეთი, როგორც მოცემულობა, რომლის დაშვებაც არის ანტისახელმწიფოებრივი ჩვენი ქვეყნისთვის და ცხადია შესაბამის სტრუქტურებს აქვთ შესაბამისი რესურსი და პლაცდარმი, იმისთვის, რომ სათანადოდ და ეფექტურად მოახდინონ შესაბამისი გამოძიება. ჩვენ ველოდებით და დარწმუნებული ვართ, რომ ამ კუთხით სიახლეები და საზოგადოებას ეცოდინება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა სამწუხაროდ. ჩვენ ვნახეთ ძალადობა მომიტინგეების მიმართ, უშუალოდ მოძალადე პირების მხრიდან, როდესაც იქ ხდებოდა პიროტექნიკის გამოყენება, ჩვენ ვნახეთ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, ისევ იგივე მოძალადე მომიტინგეების მხრიდან, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები ძალის გადამეტების ასევე, ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში მუდმივი ბულინგი და ძალადობა პოლიციელებზე. ეს ყველაფერი ცხადია უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა დამშვიდდეს. რეალურად გასაპროტესტებელი საფუძველი პროტესტისა არ არსებობს. ეს საზოგადოებამ იმედია კარგად გაიგო უკვე და თუკი მაინც ხელოვნურად ვინმე ცდილობს იმ მუხტის შექმნას, რომელიც სინამდვილეში არ არის და აბსოლუტურად უსაფუძვლოა, აქ კარგად ჩანს, რომ კონკრეტული რადიკალური პარტიები თავის კონკრეტულ დესტრუქციულ ინტერესებს ატარებენ და მის განხორციელებას ცდილობენ რუსთაველის გამზირზე და ეს არის ბევრად შორს სახალხო პროტესტისგან, რისი წარმოჩენაც სურთ, როგორც რადიკალებს და სალომე ზურაბიშვილს, ასევე მათ მხარდამჭერებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის