ვლადიმერ ბოჟაძე - ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია, გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს, ეს არის შემდგომში ბევრისთვის წამახალისებელი

მინდა დავგმო გუშინდელი ფაქტი [ჟურნალისტებზე თავდასხმა], თქვენ იცი, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს ეს არის ხოლმე შემდეგ ბევრისთვის წამახალისებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძის თქმით, გუშინ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი, „თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ საქართველოს და მისი სტაბილურობის მტრებს“.

„ჩვენ ყველანაირი ძალადობა დავგმეთ, ჩვენთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა ის რაც გუშინ ვნახეთ, თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და სტაბილურობის მტრებს, ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტად პოლარიზაციის გაღრმავება და ეს არის სამწუხაროდ, სწორედ მაიდანის სცენარი. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ სცენარს მიჰყვება. თუმცა, იცით თქვენ, რომ მაიდანი საქართველოში არ შედგა და არც შედგება იმიტომ, რომ არეულობას, დესტაბილიზაციას და ქაოსს ვერც ქართული სახელმწიფო და ვერც ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს