რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება - მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ნაძვის ხეზე დემონსტრაციებისას დაშავებული, ნაცემი ადამიანების ფოტოები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაკიდეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან ახლაც შეკრებილი არიან მოქალაქეები. გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობაც.

დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს. ასევე ნაძვის ხეზე კიდია საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ის და უკრაინის დროშები.

მოქალაქეები დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას, ასევე, იმ პირების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც საპროტესტო დემონსტრაციების დროს დააკავეს.

ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს