გიორგი ვაშაძე - სახლში მომადგნენ და მითხრეს, რომ დაკითხვაზე მიბარებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე - მინდა, ბიძინა ივანიშვილს მივმართო: შენი არავის ეშინია

სახლში მომადგნენ და მითხრეს, რომ [დაკითხვაზე] მიბარებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე - მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომ შენი არავის ეშინია, არავის შენი დაბარებების არ ეშინია , - მის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „რეჟიმი ძალადობრივ ნაბიჯებზე გადადის“.

„რეჟიმი ყოველდღე უფრო სუსტია და გადადის სტანდარტულ ძალადობრივ ნაბიჯებზე. ამას ჩვენ დიდი ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ. სახლში მომადგნენ და მითხრეს, რომ მიბარებენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე. მე მათ ძალიან მარტივი კითხვა დავუსვი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ერთი ადამიანი მაინც თუ გამოკითხა ახალგაზრდების ფიზიკური ცემის, ჟურნალისტების ცემის და სხვა იმ ფაქტებზე, რომლის თვითმხილველია აბსოლუტურად ყველა. მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. მე ამ ადამიანებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, რომ ეს სამსახური დატოვეთ, გაემიჯნეთ ბიძინა ივანიშვილს და რეჟიმს. დღეს საქართველოში ქაოსი მოაქვს ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანის მოშორება მყისიერად ნიშნავს, საქართველოს დამშვიდებას.

მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომ არავის შენი არ ეშინია, არავის შენი დაბარებების არ ეშინია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას, რამდენიც არ უნდა დაგვაკავოთ, რამდენი საქმეც არ უნდა აღძრათ, კიდევ მეტი ადამიანი გამოვა და კიდევ მეტი ადამიანი გააგრძელებს ბრძოლას“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იბარებენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია