აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირება იყო, დააკავეს ერთი პირი

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა, ერთი პირი დააკავეს.

პოლიციელების ინფორმაციით, დაკავებულმა აჭარის მთავრობის სახლთან მყოფ სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავის მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავებული პირი მათთვის უცნობია.

მათივე თქმით, საპროტესტო აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

„აჭარის მთავრობის შენობაზე, განთავსებულ მონიტორზე, თვალს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე პროცესებს, ამ დროს, მოხდა დაპირისპირება, ჩვენთვის უცნობი ადამიანი დააკავეს, მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს, საპროტესტო აქცია თითქმის დასასრულისკენ იყო, როდესაც სიტუაცია დაიძაბა”, - ამბობენ შეკრებილები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს