KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ლექცია თემაზე - „რამდენია ბევრი?‘‘ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი ნადარეიშვილმა წაიკითხა.

„ლექციის განმავლობაში გიორგი ნადარეიშვილი, მოსწავლეებთან ერთად, შეეცადა რაოდენობის უმარტივესი ინტუიციური ცნება უსასრულობაზე განეზოგადებინა და გაეცა პასუხი კითხვაზე - არსებობს თუ არა უფრო დიდი და პატარა უსასრულობები.

შემეცნებით საჯარო ლექციას ახალგაზრდების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. შეხვედრას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ახალი პროექტი - „KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი‘‘ ხელს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას უწყობს. ამასთანავე, ეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს