საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის დესპანთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩისთან, რომელიც ამავე დროს არის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენი.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა, ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

„საუბარი შეეხო საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

ხაზი გაესვა ქვეყნის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

განხილულ იქნა საერთო ევროპული ფასეულობები და ხაზი გაესვა, როლს, რომელიც წმინდა საყდარს შეუძლია ითამაშოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის პროცესში წმინდა საყდრის მნიშვნელოვანი როლი. მხარეებმა გამოხატეს სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი