ირაკლი ზარქუა - სულ რამდენიმე კვირა დაგრჩათ! 14 დეკემბერს ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ! ეს „ფრანცუჟენკა“ მადამ მავნებელიც თან გაიყოლეთ და მოშორდებით აქედან

სულ რამდენიმე კვირა დაგრჩათ! 14 დეკემბერს ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ! ეს „ფრანცუჟენკა“ მადამ მავნებელიც თან გაიყოლეთ და მოშორდებით აქედან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ომი არ სჭირდება, საქართველოს სჭირდება დამშვიდება და ეკონომიკური განვითარება.

„ერთმანეთს ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. რამდენიმე კვირა დარჩა და ამ უსამშობლოების ბოგინი და დაფინანსება დამთავრდება. რამენაირად უნდა გავუძლოთ, კიდევ ერთხელ. ეს პატარა კაცუნები, დაცვით რომ დადიან... ვაშაძეებს მივმართავ, „ხაბეს“... დაცვით დგანან და ინტერვიუს აძლევენ. შენს ოპოზიციურ ჯგუფებში მიდიხარ, დაცვით დადიხარ, ნული ხარ ამის შემდეგ, ჩვეულებრივი ნული ხარ! გამოდი, იმ ბავშვებს მაინც ხელს ნუ უშლით, რატომ აგიჟებთ?! დაცვით რომ შეხვალთ, იქ ვინმემ თქვენი არასწორი ქმედების გამო „პანჩური“ არ ამოგარტყათ. არასწორი ქმედების გამო, ვაშაძეს თავში რომ არ ამოარტყან... რამდენჯერმე კი ამოარტყეს და აგინეს, მაგრამ უსამშობლოა, უპრინციპო, უთავმოყვარეო კაცია...

რა დავალებაც მოდის ვერ შესრულდება, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამას არ გაგიტარებთ! საქართველოს ომი არ სჭირდება, საქართველოს სჭირდება დამშვიდება და ეკონომიკური განვითარება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ასე რომ, სულ რამდენიმე კვირა დაგრჩათ! 14 დეკემბერს ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ! ეს „ფრანცუჟენკა“ მადამ მავნებელიც თან გაიყოლეთ და მოშორდებით აქედან. ეს არის თქვენი ბოლო! ჩვენი მიხეილ ყაველაშვილი არასდროს გაწირავს თავის ქვეყანას, რუსებს არასდროს გადააბარებს სტრატეგიულ ობიექტებს და არასდროს იქნება უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში!“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება