„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ - ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობამდე მსვლელობას გამართავენ

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ - ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლთან იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან.

აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლიდან მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გეგმავენ მისვლას.

იუსტიციის სახლთან იმყოფებიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მსახიობები.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ასევე, ითხოვენ ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი