სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა, რადგან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მისი პარტია სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე უარი განაცხადა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ეს არის აჯანყებისა და გადატრიალების მეორე უკანონო, არაკონსტიტუციური აქტი“, - განაცხადა ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, პარკ ჩან-დემ.

იუსტიციის სამინისტროს საიმიგრაციო სამსახურის კომისარმა, ბაე სანგ-აპმა საპარლამენტო მოსმენაზე დაადასტურა, რომ იუნ სუკ იოლს სამოგზაურო აკრძალვა დაეკისრა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა გასული კვირის დასაწყისში ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ რამდენიმე საათის შემდეგ საომარი მდგომარეობა გააუქმა. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, თუმცა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა, რადგან მმართველმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადების მეორე მცდელობა აღარ იქნება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი