მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, განჩინება, რომლის მიხედვითაც, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, უკანონო და დაუსაბუთებელია.

„ყველამ ნახეთ სპექტაკლი, რომელიც დაიდგა სასამართლოში - ანდრო ჭიჭინაძეს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რომელიც სრულიად დაუსაბუთებელია. სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა გაითვალისწინა და პატიმრობაში გაუშვა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. დღეს საჩივარი შევიტანეთ და თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლება მოვითხოვეთ. ასევე, სასამართლოს მივეცით საშუალება გირაოს ოდენობა თავად განსაზღვროს, რასაც დავეთანხმებით.

როგორც მაქვს ინფორმაცია, დანარჩენი დაკავებულების ადვოკატებმაც ჩაიბარეს განჩინება და ისინიც გაასაჩივრებენ“,- განაცხადა მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი