მიხეილ სააკაშვილი - „ვარდების რევოლუციის“ დროს, ქართული ბიზნესის დიდმა ნაწილმა უარი თქვა გადასახადების გადახდაზე - მაშინ საგადასახადო ბაზა შეუდარებლად მცირე იყო, მაგრამ ამ პატარა სეგმენტის გაფიცვამაც უდიდესი გავლენა მოახდინა პროცესებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს,ქართული ბიზნესის დიდმა ნაწილმა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად, გადასახადების გადახდაზე უარი თქვა.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამ გაფიცვამ უდიდესი გავლენა მოახდინა პროცესებზე.

„ცნობისთვის - 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს, ქართული ბიზნესის დიდმა ნაწილმა უარი თქვა გადასახადების გადახდაზე, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. რა თქმა უნდა, მაშინ საგადასახადო ბაზა შეუდარებლად მცირე იყო, მაგრამ ამ პატარა სეგმენტის გაფიცვამაც უდიდესი გავლენა მოახდინა პროცესებზე“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს