„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ - ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები თბილისის მერიასთან მივიდნენ

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ - ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები თბილისის მერიასთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები თბილისის მერიაში დასაქმებულ ადამიანებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, „თბილისი ძალადობითა და პოლიტპატიმრებით სავსე ქალაქია“.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი: „ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი".

აქციის მონაწილეები მანამდე იუსტიციის სახლთან იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ასევე, ითხოვენ ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას.

თბილისის მერიასთან მსვლელობით მისული აქციის მონაწილეების პარალელურად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და თბილისის მერიის დაცვის სამსახური შენობის მთავარ შესასვლელთან განლაგდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი