საქართველოში დანიის საელჩო - დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის

დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში დანიის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

განცხადებასთან ერთად საელჩოს გვერდი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და აქციაზე თავდასხმის შედეგად დაშავებული ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორის გიორგი შეწირულის ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად დასვას შეკითხვები და გამოიძიოს მოვლენები.

„საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად ვეწვიეთ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც სასტიკი თავდასხმის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიან. ჟურნალისტებს თავს დაესხნენ მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ისინი თბილისში საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.

ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად დასვას შეკითხვები და გამოიძიოს მოვლენები. ამ ძირითადი ღირებულებების დაცვა აუცილებელია თავისუფლების დასაცავად და ყველასთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი