პაველ ჰერჩინსკი - არჩევნებზე იყო ბევრი დარღვევა, რაც შეუთავსებელია იმ ქვეყანასთან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკომისიის განხილვის ქვეშ მოქცეულიყო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორი წლის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ. ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკომისიის განხილვის ქვეშ მოქცეულიყო.

„ჩვენ გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების ძალიან მკაფიო პროცესი ძალიან მკაფიო პირობები. თავიდან ეს იყო 12 ნაბიჯი, ახლა ეს არის 9 ნაბიჯი. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა საჭირო რეფორმებს განახორციელებს. ერთ-ერთი ამ მოთხოვნებისგან იყო არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სამწუხაროდ, გვქონდა ბევრი დარღვევა, რომელიც შეუთავსებელია იმ ქვეყანასთან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, - აღნიშნა ელჩმა.

ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზად ევროკავშირის მხრიდან შანტაჟი დაასახელა, მათ შორის ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციებით, ელჩმა უპასუხა:

„ევროპარლამენტს შეუძლია თავისუფლად მიიღოს ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც სურს. ეს რეზოლუციები არასავალდებულოა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას წყვეტს 27 წევრი სახელმწიფო“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს