კაია კალასი - ასადის კრიმინალური რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის ისტორიული მომენტია

ასადის კრიმინალური რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის ისტორიული მომენტია, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.

„ასადის კრიმინალური რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის ისტორიული მომენტია, რომელმაც უზარმაზარი ტანჯვა გადაიტანა და განსაკუთრებული გამძლეობა გამოავლინა ღირსების, თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ სწრაფვისას“, - აცხადებს კაია კალასი.

კაია კალასი აღნიშნავს, რომ ახლა მნიშვნელოვანი სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და ექსტრემიზმის ყველა ფორმის უარყოფაა.

„აუცილებელია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ყველა მთავარი საკითხის შესახებ ინკლუზიურ დიალოგში ჩაერთოს, რათა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყოფილი იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნოემბრის ბოლოს სირიელმა ამბოხებულებმა, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით, ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში სირიის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. 8 დეკემბერს სირიელი ამბოხებულები დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ. სირიის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის მზადყოფნა გამოთქვა. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან გადადგა და სირია დატოვა. რუსული მედიის ცნობით, სირიის ყოფილი პრეზიდენტი მოსკოვში იმყოფება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი