ნანკა კალატოზიშვილი - წარმოუდგენელი სპექტაკლია - ნარკოტიკის ჩადების დრო დაგვიბრუნეს, გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძლივს წარსულს ჩავაბარეთ

გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძლივს წარსულს ჩავაბარეთ, ნარკოტიკის ჩადების დრო დაგვიბრუნეს, - ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა, რითაც ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

ნანკა კალატოზიშვილის განცხადებით, ნიკუშა კაციას არა თუ ნარკოტიკის ფული, არამედ ხშირად პურის ფულიც არ ჰქონდა და მეგობრები ეხმარებოდნენ.

„ეს არის უნიჭო სპექტაკლი, ტექსტები, რომელსაც საერთოდ აზრი არ აქვს. უაზროდ ლაპარაკობს პროკურორი, უაზროდ ლაპარაკობს მოსამართლე, საერთოდ არაფერი აღარ არსებობს, ხალხო. გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ძლივს წარსულს ჩავაბარეთ, ნარკოტიკის ჩადების დრო დაგვიბრუნეს. 14 გრამი ნარკოტიკიო, კაცს პურის ფული არ აქვს. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, მართლა არ ჰქონდა და მეგობრები გზის ფულს ვურიცხავდით და საჭმლის ფულს ვურიცხავდით. 14 გრამი კი არა, სულ რომ 1 გრამი ყოფილიყო, აბსურდია ამაზე ლაპარაკი. ეს არის დადგმული, წარმოუდგენელი სპექტაკლი. როგორ არ რცხვენიათ ამ მოსამართლეებს და პროკურორებს, ღმერთის მაინც არ ეშინიათ?“, - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

ცნობისთვის, ჟურნალისტ ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი