ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ ვლადიმერ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პარიზში გამართული შეხვედრის დროს უთხრა, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბარი პროდუქტიული იყო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი - ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. პარიზში შეხვედრისას სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და ეს იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი. ვიმეორებ ჩემს მადლიერებას პრეზიდენტ მაკრონის მიმართ მისი ორგანიზებისთვის, ისევე როგორც ჩემს ღრმა მადლიერებას პრეზიდენტ ტრამპისადმი მისი მტკიცე გადაწყვეტილების გამო, რომ ეს ომი სამართლიანად დასრულდეს. ეს სწორი მიდგომაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი საფუძვლიანად იყოს შემუშავებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა ერთიანობა.

„ჩვენ ვიცით, რომ ამერიკას აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც სხვებმა ვერ შეძლეს. ამ ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება ერთიანობა - ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოში ყველას ერთიანობა - ვინც აფასებს უსაფრთხოებას, ისევე როგორც ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები. მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია და, შესაძლოა, ჩინეთსაც. ეს არის სიმართლე - მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ამ ომის სამართლიანი დასასრული და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა“, - დაწერა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში