ავსტრია შენგენის ზონის გაფართოებაზე ვეტოს მოხსნის

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერჰარდ კარნერმა განაცხადა, რომ ვენა შენგენის ზონის გაფართოებაზე ვეტოს მოხსნას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუმინეთი და ბულგარეთი შეძლებენ სრულად შეუერთდნენ მას, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავსტრიულმა მხარემ, შესაძლოა, თავისი გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადოს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში 12 დეკემბერს გაიმართება.

ვენამ შენგენის ზონის გაფართოებას ვეტო 2022 წელს არალეგალური მიგრაციის გამო დაადო. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, გერჰარდ კარნერი მთავრობის პოზიციის ცვლილებას „საზღვრის უკანონო გადაკვეთის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებით“ ხსნით.

შენგენის ზონა 29 სახელმწიფოს აერთიანებს. ევროკავშირის წევრები, ბულგარეთი და რუმინეთი ნაწილობრივ შეუერთდნენ შენგენის შეთანხმებას 2024 წლის მარტში. სასაზღვრო კონტროლი გაუქმებულია მათთვის, ვინც საზღვარს კვეთს საჰაერო და საზღვაო გზით. სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი შენარჩუნებულია - ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ რაც ავსტრია უარს იტყვის ვეტოზე, ის 2025 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი