პენტაგონი - ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები კურსკში საბრძოლო მზადყოფნაში რჩებიან

ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთის კურსკის რეგიონში რჩებიან და მზად არიან საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

„კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ჯარები ჯერ კიდევ კურსკის ოლქში იმყოფებიან“, - განაცხადა სინგმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ამერიკულ მხარეს არ უნახავს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უშუალოდ საომარ მოქმედებებში ჩართულობა.

„ვიცით, რომ ისინი მზად არიან საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად და ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეულმა ჯარებმა, რომლებიც კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს იბრძვიან, უკვე დანაკარგები განიცადეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი