სემეკი, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებული პირებისთვის, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ პირებს აცნობებს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გადააჭარბა გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის (890 მგვტ) 12%-იან ზღვარს. ამის შესახებ სემეკი განცხადებას ავრცელებს.

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კვტ-ს. ამასთანავე, ქსელზე მისაერთებელი ელექტროსადგურების ჯამურ დადგმულ სიმძლავრედ განსაზღვრულია განაწილების სისტემის ოპერატორის წინა წლის პიკური დატვირთვის 14 %.

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი განაწილების სისტემის ოპერატორი ვალდებულია 12%-იანი დატვირთვის ზღვრის გადაჭარბების შესახებ აცნობოს კომისიას.

წესების შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2024 წლის 5 დეკემბერს კომისიაში წარადგინა ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული და მიღებული განაცხადების თაობაზე. კომპანიის ინფორმაციის შესაბამისად, ამჟამად, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 81 მგვტ-ს, ხოლო მიღებული განაცხადების სიმძლავრე (განხილვის ეტაპზე არსებული) 29.5 მგვტ-ია“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი