ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ახლო აღმოსავლეთში ისტორიის ახალი თავის დასაწყისია - ეს იმ დარტყმების პირდაპირი შედეგია, რაც ისრაელმა „ჰეზბოლას“ და ირანს მიაყენა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ახლო აღმოსავლეთში [ისტორიის]ახალი თავის დასაწყისია და პირობა დადო, რომ ისრაელი გააგრძელებს მუშაობას რეგიონის სახის შესაცვლელად, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, რეჟიმის ჩამოშლა პირდაპირი შედეგია იმ დარტყმების, რაც ისრაელმა ასადის მთავრობის მხარდამჭერებს, „ჰეზბოლას“ და ირანს მიაყენა.

მისი თქმით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია გადამწყვეტია ირანის ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ღერძის შესუსტებისთვის, რომელიც მოიცავს მოკავშირე სახელმწიფოებსა და გასამხედროებულ დაჯგუფებებს.

„ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, ის მოიგებს. ვინც ჩვენს წინააღმდეგაა, წააგებს“, - განაცხადა მან.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი გააგრძელებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას გოლანის მაღლობებზე ყოფნის შენარჩუნებით.

„გოლანის მაღლობები სამუდამოდ იქნება ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ნეთანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ მან სამხედროებს დაავალა, კონტროლი დააწესონ ბუფერულ ზონაზე, რომელიც ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებს დანარჩენი სირიისგან ყოფს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს