ბაადურ ჯობავა ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ მაკედონიის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

მათივე ცნობით, ბაადურ ჯობავამ სწრაფ ჭადრაკში გამართულ ჩემპიონატზე 11-დან 9 ქულა დააგროვა, II-III ადგილი გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ჩემპიონის ტიტული სლოვენიის წარმომადგენელმა, ვლადიმირ ფედოსეევმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი უკრაინელმა - ანტონ კორობოვმა.

„ბაადურ ჯობავა განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული. მისი არაორდინალური და გამორჩეული თამაშის სტილი ყოველთვის ბევრ მაყურებელს იზიდავს საჭადრაკო სამყაროში.

ვულოცავ ბაადურს, ლუკას, ლევანს და გიგას, წარმატებულ გამოსვლას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჭადრაკო ღონისძიებაზე“, - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა.

მათივე ცნობით, ევროპის ჩემპიონატის საპრიზო სამეულისთვის ბოლო ტურამდე კიდევ ორი ქართველი მონაწილე იბრძოდა.

„ბოლო ტურში ევროპის ბრინჯაოს ბედი ორი ჩვენიანის: ბაადურ ჯობავას და გიგა ყუფარაძის შეხვედრაში გადაწყდა. მეხუთე ადგილზე ლუკა პაიჭაძე გავიდა, რაც ასევე დიდი წარმატებაა.

ელვისებურ ჭადრაკში გამართულ ჩემპიონატში ჯობავამ 13-დან 10,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატზე I-II ადგილი: ნიდერლანდელმა, ვან ფორესტმა და სერბეთის სახელით მოასპარეზე, ალექსეი სარანამ გაინაწილეს 11-11 ქულით.

ნახევარი ქულით ჩამორჩა საპრიზო სამეულს და მერვე ადგილზე გავიდა ლევან ფანცულაია.

ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში, სკოპიეში, გაიმართა და მასში 38 ევროპული ქვეყნის 398 მოჭადრაკე ასპარეზობდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი