თეონა აქუბარდია - ოპოზიციური პარტიები ერთობლივად აგრძელებენ მუშობას, რომ დაუწესდეს სანქციები იმ პირებს, რომლებიც ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ

თქვენ ხედავთ, იმ მძიმე პროცესებმა, რომელიც ოლიგარქმა ივანიშვილმა თავისი ავტორიტარული მმართველობით შექმნა, მათ შორის დასავლეთთან იზოლაციის კუთხით, რამდენად გაზარდა ქვეყნისა და ქვეყნის გაცხადებული ინტერესებისთვის საფრთხეები, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივად აგრძელებენ მუშობას იმისათვის, რომ დაუწესდეს სანქციები იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში „ოლიგარქიული რეჟიმის“ პირობებში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ.

„გუშინ ვიხილეთ ჩვენი დასავლელი მეგობრების განცხადებები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, რომელმაც საქართველოსთან ყველა პროგრამა გააჩერა, მათ შორის თავდაცვის სფეროში. თქვენ ნახეთ ევროკავშირის ელჩის პოზიცია, მათ შორის მისი მწვავე შეფასებები და სანქციების მოთხოვნა, რომელიც პირდაპირ ავტორიტარული რეჟიმზე იქნება დამიზნებული. ასევე ვხედავთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე აქვს. პარტნიორებისგან ძალადობის დაგმობა და უკანონო დაკავებული პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, რომელიც აშშ-ს საელჩომ გააჟღერა, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ავტორიტარული-ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ მუშაობს, რომ სანქციების საგანი იყოს, ის მძიმე ფუნდამენტური უფლებების კუთხით დარღვევები, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი ახორციელებს“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი