ზურა ჯაფარიძე - „პოლიციის შესახებ“ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიებია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილები „პოლიციის შესახებ“ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიებია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ გზას ეს ქვეყანა პირველად არ გადის, ეს გზა გავლილი აქვს ყველას. ეს არის ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების სტადიები. ხომ გასაგებია მიზანი რა არის? - ერთ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ ტვინგაწმენდილი ადამიანები მარტივი წესით აიყვანონ პოლიციაში, ჩააცვან ფორმა და მისცენ ადამიანების ცემის, წამების უფლება და მეორე შემთხვევაში - სადმე, საჯარო სექტორში კრიტიკული აზრი თუ არის დარჩენილი, მარტივად გაყარონ იქიდან. ხომ გასაგებია?! ეს არის ამ ცვლილებების მიზანი! კითხვა მანდ არ არსებობს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ცვლილებები იგეგმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი