ანალენა ბერბოკი - ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის უსამართლობას, ვინც, ისევე როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს, ჩვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ! - თქვენი გამბედაობა ჩვენთვის თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა

ჩვენ თქვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ. თქვენი გამბედაობა თავდაჯერებულობაა - ჩვენთვის კი თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა, - ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ამსახველ ვიდეოს აზიარებს.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას იმაღლებს ღირსებისთვის, ვინც კანონის ძალით ებრძვის უსამართლობას, ვინც თვითნებური გადაწყვეტილებების წინაშე კი არ ჩუმდებიან, არამედ უფრო იმაღლებენ ხმას, ვინც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ წერს. ვინც, ისევე როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს, ჩვენ თქვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ. თქვენი გამბედაობა თავდაჯერებულობაა - ჩვენთვის კი თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა. არა მხოლოდ დღეს“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი