მამუკა მდინარაძე - ცხოვრება გრძელდება, საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის ელჩიც ჩამოართმევს ხელს და ითანამშრომლებს - დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის, რაც შეუძლია

ცხოვრება გრძელდება, [საგარეო საქმეთა მინისტრს] ევროკავშირის ელჩიც ჩამოართმევს ხელს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება - დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის, რაც კი შეუძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის ელჩის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, პაველ ჰერჩინსკი „პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ რაღაც მითითებები როცა მოდის, იმას ახმოვანებს“.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არა ჰერჩინსკიმ, არამედ „ერმა და ბერმა“ მისცა.

„მინდა დავამშვიდო ჟიგიმანტასიდან დაწყებული აქაური აგენტურა და იქაური დავალებების მიმცემები, რომ ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუცია, ლეგიტიმაცია მისცა ერმა და ბერმა, როგორც იტყვიან. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნებას“ მიანიჭა. ჰერჩინსკის ლეგიტიმაცია აქ არ არის მთავარი. [საგარეო საქმეთა მინისტრს] ჰერჩინსკიც შეხვდება, სხვა ელჩებიც შეხვდებიან და გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში, ამიტომ დაანებონ იმ კაცს თავი. ხომ ხედავენ, გუშინ გამოვიდა ეს კაცი და რაც შეეძლო თავიდან ბოლომდე მხარი დაუჭირა მათ და დღეს ახლა, იმიტომ, რომ ხელი ჩამოართვა საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს არც ლეგიტიმაციის საფუძველია და არც უმაგისობაზეა საუბარი. შესაბამისად, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი. ხალხია ხელისუფლების წყარო და არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი. მაგრამ ამის შემდეგ, გრძელდება ცხოვრება. ევროკავშირის ელჩიც ჩამოართმევს ხელს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება, დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის რაც კი შეუძლია. პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ რაღაც მითითებები როცა მოდის იმას ახმოვანებს და არსებული ბიუროკრატიის მითითებებში მათი მხარდაჭერა ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე. ლეგიტიმაციის საფუძველი, მისი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა კი არ არის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი „შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს“.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში