ლევან სამუშია - ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ყოველგვარი კრიტერიუმების, წესისა და კანონის გარეშე, ე.წ. შს მინისტრს მისცენ უფლება, პოლიციელის მუნდირი რეციდივისტებს ჩააცვას

ბუნებრივია, პოლიციაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ამას უყურებენ და ამის მიმართ პროტესტი გააჩნიათ. ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ყოველგვარი კრიტერიუმების, წესისა და კანონის გარეშე, ე.წ. შს მინისტრს მისცენ უფლება, რომ პოლიციელის მუნდირი რეციდივისტებს ჩააცვას, ასევე შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანი გახდეს ძალოვანი სისტემის წევრი, რომელიც სისტემას მოემსახურება და მათ ჯალათობრივ გადაწყვეტილებების აღასრულებს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, რადგან ძალოვანი სისტემა ეშლება.

„თქვენ იცით, რომ ხელისუფლების მიმთვისებლებს ჩამოყალიბებული აქვთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ტანჯვა-წამებასა და ძვლების დამტვრევას ახორციელებს.

ბუნებრივია, პოლიციაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ამას უყურებენ და ამის მიმართ პროტესტი გააჩნიათ. ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ყოველგვარი კრიტერიუმების, წესისა და კანონის გარეშე, ე.წ. შს მინისტრს მისცენ უფლება, რომ პოლიციელის მუნდირი რეციდივისტებს ჩააცვას, ასევე შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი გახდეს ძალოვანი სისტემის წევრი, რომელიც სისტემას მოემსახურება და მათ ჯალათობრივ გადაწყვეტილებების აღასრულებს.

ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ პოლიციელთა უმეტესობა, რომლებიც კეთილსინდისიერი ადამიანები არიან და მუნდირს ღირსეულად ატარებენ, არ არიან წამსვლელებო ამ უკანონო ბრძანებებზე და ახლა ძალადობრივი დანაშაულებრივი, თვითმარქვია რეჟიმი ეძებს ადამიანებს.

ე.წ. შს მინისტრის გადაწვეულებით, ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება პოლიციელი გახდეს, იქნება ეს 4-ჯერ თუ 5-ჯერ ნასამართლევი, ამას უკვე თავად ე.წ. მინისტრი გადაწყვეტს და არა კანონი და კანონმდებარე აქტები.

მინდა გითხრათ, რომ ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებს სახლში უვარდებიან და მოწმის სახით გაყოლას სთხოვენ. ჩემო მეგობრებო და მოქალაქეებო, ეს ყოვლად უკანონო ქმედებაა, არავითარ შემთხვევაში არ გაჰყვეთ, მოწმეს უფლება აქვს გონივრულ ვადებში გამოცხადდეს დასაკითხად. ასევე მოგიწოდებთ, არ გამოცხადდეთ საგამოძიებო უწყებაში, არამედ გამოცხადდით სასამართლოში და მაგისტრატ მოსამართლესთან მიეცით ჩვენება.

სისტემა იშლება და ინგრევა, ამიტომ ყველაფერზე მიდის ეს ხელისუფლება“,- განაცხადა ლევან სამუშიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის