ლევან იოსელიანი - მოვუწოდებ შსს-ს, ინდივიდუალური ღონისძიებები გაატაროს კანონის დამრღვევი პირების მიმართ, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს უფლება აქვთ, გააგრძელონ საკუთარი აზრის გამოხატვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამართლიან პროტესტს გამოხატავდა.

ომბუდსმენმა დღევანდელ ბრიფინგზე შსს-ს მოუწოდა, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ.

„ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვახდენთ ზედამხედველობას ადამიანის უფლებებზე ინტენსიურად, 24 საათის მანძილზე და პერიოდულად ვუზიარებთ საზოგადოებას ინფორმაციას იმ უფლებადარღვევების შესახებ, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულია და რომელიც მათ შორის გავუზიარე დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში შევხვდი. შეხვედრა მქონდა აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩებთან. მათაც გავუზიარე ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. გამოხატვის უფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ამ უფლების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, როდესაც შეკრების დაშლა მოხდა იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების მცირე ჯგუფი არღვევდა კანონს. მოქალაქეების უფრო დიდი ჯგუფი რუსთაველზე სამართლიან პროტესტს გამოხატავდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, ეს არის ჩვენი მიდგომა, რომ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ. ასეთს ჰქონდა ადგილი და ამის უარყოფას არავინ აპირებს, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს აქვთ უფლება, მშვიდობიან გარემოში გააგრძელონ საკუთარი აზრის და პროტესტის გამოხატვა“, - განაცხადა იოსელიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი