სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროსთან, 11 დეკემბერს, აქციის გამართვას გეგმავენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, 11 დეკემბერს, აქციის სახელწოდებით „კენწეროში გატკბილდების?!“ გამართვას გეგმავს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი ემიჯნებიან იზოლაციაში მოქცეულ, რუსულ განათლებას და ირჩევენ საერთაშორისო სტანდარტის ევროპულ განათლებას.

მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების შედეგად, ისინი კარგავენ ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას.

„ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის პირობებში, უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხი საგრძნობლად ჩამორჩა ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხს. მმართველობის მე-12 წლის თავზე მთლიანად განათლების სექტორს აქვს დაკარგული პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მოქცეულია პარტიული გავლენების ქვეშ. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია, ჯერ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიერ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეგისტრაციის დაკარგვა, ხოლო შეუქმნა საფრთხე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას. ქართველი სტუდენტები ვკარგავთ უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას, დიპლომების საერთაშორისო არენაზე აღიარების, ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას. ქართული განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცისაგან იზოლაციაში ექცევა. გვიჩნდება კითხვა: თუ დავკარგავთ უკეთესი, ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას, კენწეროში ნამდვილად გატკბილდების? ქართველი სტუდენტები ვემიჯნებით იზოლაციაში მოქცეულ, რუსულ განათლებას და ვირჩევთ საერთაშორისო სტანდარტის ევროპულ განათლებას. ამიტომ, სტუდენტები და ლექტორები, 11 დეკემბერს, 16:00 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან. ერთად შევახსენოთ განათლების სექტორში დასაქმებულებს, ვის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და რისთვის მუშაობენ.

19:30 საათზე კი მარშით შევუერთდებით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასა და აქციის მოთხოვნებს: დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები; დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს; გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“,- წერია განცხადებაში, რომელსაც სტუდენტები ავრცელებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის