საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, რეორგანიზაციის შემთხვევაში, მობილობით, შესაძლოა, ვეღარ ისარგებლონ

საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, რეორგანიზაციის შემთხვევაში, მობილობით, შესაძლოა, ვეღარ ისარგებლონ.

ამ და მთელ რიგ სხვა სიახლეებს “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის მიღების შედეგად, საჯარო სექტორში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონი ამბობს, რომ საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება რეორგანიზაციად არ ჩაითვლება. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, კანონის ეს ჩანაწერი იცვლება - კანონის პროექტის თანახმად, სტრუქტურულ ერთეულში თითოეული დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილება შესაძლებელია რეორგანიზაციის საფუძველი გახდეს.

კანონპროექტის მიხედვით, რეორგანიზაციის დროს თუ სტრუქტურულ ერთეულში თითოეულ დასაქმებულს ახალი ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, თუ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან სხვა ერთეულის შერწყმა ხდება ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში შტატები მცირდება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ თითოეულ მოხელეს ერთი თვით ადრე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და კონკურსის გამოცხადების თაობაზე უნდა ეცნობოს.

ამ შემთხვევაში, ყველა მოხელე (მათ შორის ზემდგომი (მესამე, მეორე ან პირველი) რანგის მოხელე), გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამდებობაზე ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე ინიშნება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს.

პროექტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას არ იწვევს. ამასთან, საჩივრის ან კონკურსის შედეგების თაობაზე საჩივრის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილება არ იწვევს შესაბამისი კონკურსის შედეგად თანამდებობაზე დანიშნული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლებას. გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა განაცდური და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ის ასევე სურვილის შემთხვევაში, მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხება.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი კიდევ ერთი ცვლილება მოხელეთა შეფასებას ეხება. მოქმედი კანონის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე წელიწადში ერთხელ შეაფასოს. მოხელის შეფასების პროცესი კი მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ წარიმართება. კანონპროექტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი ხდება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება, ამ შეფასებიდან სამი თვის ვადაში შეცვალოს.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი