ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ბელარუსს ბირთვული იარაღი აქვს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ბელარუსს ბირთვული იარაღი აქვს, - ინფორმაციას ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„მე აქ ატომური ქობინები შემოვიტანე, ათობით. ბევრი წერს: „ოჰ, ხუმრობაა, არავის არაფერი შემოუტანია“. შემოიტანეს და ის ფაქტი, რომ ისინი ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, ნიშნავს, რომ მათ ეს გამოეპარათ“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ყველა მისი მტერი, „მეგობარი“ და მეტოქე გააფრთხილა, რომ თუ სახელმწიფო საზღვარზე ფეხსაც კი დაადგამენ, პასუხი მყისიერი იქნება.

„მე არ განვიხილავ ბირთვულ იარაღს ან სხვა რამეს. ამაზე რუსებთან ჯერ კიდევ მანამდე შევთანხმდით, სანამ ბირთვულ იარაღს დაგვიბრუნებდნენ. ჯერ კიდევ არა ის იარაღი, რაც მათ მივეცით. იქ იყო სტრატეგიული იარაღი და ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი. თუმცა, ალბათ ხუთჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ეს „ორეშნიკი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი