პაატა კვიჟინაძე - ერთმა ელჩმა განაცხადა „რა ეკონომიკური ზრდაა ეგო, ომმა გამოიწვიაო“ - მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის ეკონომიკა რომ გაიზარდა, ამ ომით იყო გამოწვეული? ამერიკას ხომ არ დაუწყია ეს ომი?

ერთმა ელჩმა განაცხადა „რა ეკონომიკური ზრდაა ეგო, ომმა გამოიწვიაო“, გახურებული მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის ეკონომიკა რომ გაიზარდა, ამ ომით იყო გამოწვეული. ეს ხომ არაფერს ნიშნავს? ამერიკას ხომ არ დაუწყია ეს ომი? - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისთვის მთავარია მთავრობის სწორი გადაწყვეტილებები და მშვიდობა.

„ერთმა ელჩმა, რომელ ქვეყანასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, განაცხადა ასეთი რამ - „რა ეკონომიკური ზრდაა ეგო, ომმა გამოიწვიაო და მალე დამთავრდებაო“. მინდა მას ვუპასუხო, ზრდილობიანად და ტრიბუნიდან. ჯერ ერთი, ის ომი ჩვენ ხომ არ დაგვიწყია, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, სამწუხარო ამბავი მოხდა. და მეორე: რომ რატომ მოლდოვაში არ გაიზარდა? ბელორუსიაში? შუა აზიაში? ჩვენს გვერდით მეზობლები რომ არიან? იქ ხომ არ არის ომი? რაღა მაინცდამაინც საქართველოში გაიზარდა? თუნდაც ამით იყოს გამოწვეული, ე.ი. საქართველოში მთავრობას შეუქმნია ის პირობები, რომ ეს დოვლათი აქ შემოვიდა. 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ამერიკის ეკონომიკა იყო 90 მლრდ-ზე ცოტა მეტი. 5 წელიწადში, გახურებული ომის დროს, 1944 წელს, 220 მლრდ-ზე მეტი გახდა. ანუ ამერიკა რომ გახდა ის, რაც გახდა, ამ ომით იყო გამოწვეული. მაგრამ ეს ხომ არაფერს ნიშნავს? ამერიკას ხომ არ დაუწყია ეს ომი? რა შუაშია ეს საერთოდ?

საქართველოში 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, შეიძლება რაღაც ნაწილი ომის თემაც იყო, მაგრამ მთავარი არის სწორი გადაწყვეტილებები. და ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა ჩვენი ინტერესების დაცვა და მშვიდობა ქვეყანაში. ეს უნდა გაგრძელდეს!” - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა BMGtv-სთან ინტერვიუში საქართველო გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან და ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება.

„შევამჩნიე, რომ საქართველოში ამბობენ: „ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი [ეკონომიკური] ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს. გერმანელებს საერთოდ არ აქვთ ეკონომიკური ზრდა, ქართველებს კი 10%-იანი ზრდა გვაქვს“.

ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება. ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას. ვხედავ გამოწვევას ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით. ვხედავ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასების რყევას“, - განაცხადა ფიშერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო