ნინო ლომჯარია - ადგილი აქვს სისტემურ წამებას, არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობას - თითოეული ფაქტი დოკუმენტირდება ჩვენს მიერ და ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაწვდით

ადგილი აქვს მოქალაქეთა სისტემურ წამებას, არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობას. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა ასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. ჩვენ გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ თითოეული ასეთი ფაქტი მოქალაქეთა წამების, ცემის, ძალის გამოყენებით დაკავებისა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ დოკუმენტირდება ჩვენს მიერ. თითოეული ფაქტის შეახებ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაწვდით, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არცერთ ფაქტზე არ რეაგირებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დამნაშავე პირები იდენტიფიცირებულები არიან.

„წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტების აღწერა, ასევე შესაბამისი ვიდო-ფოტო მასალები, იმავენაირად ვაგროვებთ ინფორმაციას ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ძალადობრივად მეთოდით ხელშეშლასთან დაკავშირებით და ეს მონაცემები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადაეცემა, ასევე ინფორმაციას მივაწვდით, მიმდინარე სამართლებრივ რეპრესიებთან დაკავშირებით. ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში, როდესაც მოქალაქეებს სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი სასამართლო განჩინების გარეშე ოჯახებში უცვივდებიან, უკანონო ჩხრეკა და დაკავებები, მოქალაქეების გატაცება და საათების განმავლობაში მათი ადგილსამყოფელიც არ ვიცით.

ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან რეპრესიებს და არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში. მინდა ვთქვა, რომ წამება არის აბსოლუტურად აკრძალული და ამისთვის პასუხი როგორც მისმა ჩამდენმა, ისე მისმა ზედამხედველმა პირმა უნდა აგოს, რომლებსაც წამების აღკვეთა ევალებოდათ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წამების დანაშაულად, წამების გამოუძიებლობაც ითვლება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ რეაგირებს არცერთ ფაქტზე და არავინ მიუციათ პასუხისგებაში მაშინ, როდესაც ზოგიერთი პირი იდენტიფიცირებულია. სასამართლოს პასუხისმგებლობაა, როცა სასამართლო სხდომებზე ნაწამები მოქალაქეები სხედან და მოსამართლეებს არ აინტერესებთ სად აწამეს ადამიანები და მოსამართლეები აცხადებენ, რომ ეს მათი საქმე არ არის და არ უგზავნის საქმეს საგამოძიებო უწყებებს, ამ უწყებაზეც არის პასუხისმგებლობა.

ჩვენ შესაბამისი პირების მითითებით, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლების სახელებს საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტებს და დიპლომატიურ კორპუსს ვუგზავნით, რომ ყველამ იცოდეს ვინ არის საქართველოში მოქალაქეთა პოლიტიკურ რეპრესიებზე, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებელი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი