საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილი მეცნიერის, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, პროფესორ რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, მათემატიკოსის, ემერიტუს რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიას და ტეხასის უნივერსიტეტს (Texas A&M University, აშშ).

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, რაიჩო ლაზაროვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის ნაყოფიერი წლები აკავშირებს. მან საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა, როგორც დიდბუნებოვანმა ადამიანმა, შესანიშნავმა მეცნიერმა, კოლეგამ და პედაგოგმა.

„81 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მეცნიერი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების დარგში, რაიჩო ლაზაროვი.

შესანიშნავი მკვლევარი, პედაგოგი, მეგობარი და კოლეგა - ასეთი დარჩება რაიჩო ლაზაროვი ჩვენს მეხსიერებაში. ის იყო მეცნიერი, რომელმაც თანამედროვე განვითარებამდე მიიყვანა სამეცნიერო კვლევები რიცხვითი მეთოდებისა და ალგორითმების სფეროში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. უფალმა გაუნათლოს ცათა სასუფეველი”, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმარში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი