შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, გულუას ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და მოქალაქეები.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი თენგო თევზაძე აცხადებს, დღევანდელი აქცია უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობისთვის იმართება.

„გადავწყვიტეთ, რომ შსს-თან გავმართოთ აქცია და სოლიდარობა გამოვხატოთ ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული თანამებრძოლების მიმართ, ადამიანების, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებულები და აქციაზე გამოსვლა ეკრძალებათ. ვნახეთ, როგორ დააკავეს აქციაზე მიმავალი ექიმი. „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის გახრწნილი და ცდილობს რუსული რეჟიმი დამკვიდრდეს საქართველოში”, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის ნახევარზე არიან განლაგებულები, ვინაიდან შსს-ს თანამშრომლები მათ უწყების შესასვლელთან გარკვეული დისტანციის დაცვას სთხოვენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები, აქციების დროს ნაცემი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ფოტოები აქვთ მიტანილი.

ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები შემდგომ პარლამენტთან აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. აქციის პარალელურად ადგილზე შსს-ს თანამშრომლებს უწყების შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული, ასევე საპატრულო უწყების გარე პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი