კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა - დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საპოლიციო და გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის დაუსჯელობის განცდა არსებობს, რაც მიუღებელია - დაუსჯელობა უნდა დასრულდეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე სამონიტორინგო მომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაპატიმრებებსა და წინასწარ დაკავებებზე, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათ ოფისებზე განხორციელებულ რეიდებზე.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ქმედებები განხორციელდა საეჭვო სამართლებრივ საფუძველზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკამათო კოდექსის დებულებების საფუძველზე, რომელიც პოლიტიკური ბოროტად გამოყენებისგან დაუცველია.

“ძალადობასთან და დაკავებების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებასთან ერთად, რომელთა შესახებაც ცნობები იყო, ეს კითხვებს აჩენს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და სამართლის შესაძლებლობაზე, რისი ადგილიც არაა კანონის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში”, - ნათქვამია მომხსენებლების განცხადებაში.

კერნმა და ესტრელამ ასევე დაგმეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების, წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე, რომელიც შეუნელებლად გრძელდება და რასაც საქართველოს სახალხო დამცველიც ადასტურებს.

“როგორც ჩანს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის დაუსჯელობის განცდა არსებობს, რაც დაუშვებელია”, - განაცხადეს მომხსენებლებმა.

მათ ოფიციალურ პირებს მოუწოდეს სრულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალადობისა და გადაჭარბებული ძალის ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და პასუხისმგებელმა პირებმა კანონის შესაბამისად სრულად აგონ პასუხი.

“ასეთი სამწუხარო საქციელისთვის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოზე მომხსენებლები - კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა - თბილისში ფაქტების დამდგენი ვიზიტით იანვრის დასაწყისში ჩამოვლენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის