პიტერ სიიარტო - უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში, მსგავსი წინადადებები თუ იქნება, ვეტოს დავადებთ

უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში. მსგავსი წინადადებები თუ იქნება, ჩვენ ვეტოს დავადებთ, ამაში შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებულები , - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთი სრულად არის ერთგული საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებისა და ნებისმიერი სახის მხარდაჭერას უწევს.

„ოპოზიციას რომ მოეგო არჩევნები, მაშინ ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიის შესახებ ხმამაღლა იყვირებდა. იტყოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ არჩევნები კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა მოახდინონ მოქალაქეების სურვილის უარყოფა და იგნორირება. ამას აკეთებენ სრულიად არადემოკრატიულ სტილში. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მათ გამოხატეს დემოკრატიული არჩევნების გზით. ეს არის სერიოზული და, მოდი, ასე ვთქვათ, მოსაწყენი თამაში, რომელსაც ლიბერალური მეინსტრიმი თამაშობს და რომელიც უარყოფილი იქნება.

უნგრეთი სრულად არის ერთგული საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებისა და ნებისმიერი სახის მხარდაჭერას უწევს, მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ლიბერალური მეინსტრიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გაუცხოებისთვის, რაც ძალიან მავნებლური და სახიფათო მიდგომაა ბრიუსელისგან. ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც საუბარია ერის დამცირებაზე და ჩვენ ამას უარვყოფთ. ამით ევროპარლამენტი მავნებლურ ქმედებებს ჩადის იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ევროპარლამენტში არსებობს ომის მომხრე და ლიბერალური უმრავლესობა, რომელიც მუდმივად ესხმის თავს მათ, ვინც ღიად საუბრობს მშვიდობის აუცილებლობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ბრიუსელს და საერთაშორისო ლიბერალურ ელიტას, პატივი სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არ დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ წინადადება ბრიუსელისგან, რომ ჩვენ უნდა დავაწესოთ ევროპული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მაღალჩინოსანი პოლიციელების წინააღმდეგ, რაც აღმაშფოთებელი და უსაფუძვლოა. უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში. თუ მსგავსი წინადადებები იქნება, მაშინ ჩვენ მათ ვეტოს დავადებთ, შეგიძლიათ, ამაში დარწმუნებულები იყოთ“, - განაცხადა სიიარტომ, რომლის კომენტარსაც “პირველი არხი“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი