მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ ევროკავშირთან, მის ყოველ წევრ ქვეყანასთან პარტნიორობას - სამწუხაროდ, ზოგიერთი შიდა და გარე აქტორი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნებისთვის” ევროპული ინტეგრაცია “საკვანძო პრიორიტეტია” და “ხელის გულზე ატარებენ” ევროკავშირთან პარტნიორობას. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს საკვანძო საგარეო პრიორიტეტებია ევროპული ინტეგრაცია, ამ პრიორიტეტს ზურგს უმაგრებს „ჩვენი ისტორია, ჩვენი იდენტობა და ქართველი ხალხის ნება“.

ამასთან, მინისტრის თქმით, საგანგაშოა ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის არალეგიტიმაციის მცდელობის მასშტაბი, მაშინ, როცა 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა საპარლამენტო არჩევნებზე.

“საქართველოს ახლანდელი მთავრობამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და დღემდე ძალიან ერთგულები ვრჩებით იმ ვალდებულებებისადმი, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება.

სამწუხაროდ, ზოგიერთი შიდა და გარე აქტორი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს. ევროპული მომავალი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს, გამოიყენება ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის გასამწვავებლად და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვისა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი საფრთხის შესაქმნელად.

ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ ევროკავშირთან, მის ყოველ წევრ ქვეყანასთან ჩვენს პარტნიორობას და ასევე მოველით, რომ ეს პარტნიორობა დამყარებულია ორმხრივ პატივისცემაზე. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არაა და მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პატივისცემისთვის.

საგანგაშოა ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის არალეგიტიმაციის მცდელობის მასშტაბი, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა საპარლამენტო არჩევნებზე და საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გამოხატა”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ