მაკა ბოჭორიშვილი - მადლობას ვუხდი უნგრეთს მხარდაჭერისთვის და საქართველოს რთული მდგომარეობის სიღრმისეულად გაგებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველო მადლობელია უნგრეთის მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის.

საქართველო-უნგრეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ჩართულობა ყველა მიმართულებით და განამტკიცოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

"ეს ჩემი პირველი ორმხრივი ვიზიტია და მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მუშაობას ვიწყებ ვიზიტით სწორედ უნგრეთში, რომელიც ჩვენი ახლო მეგობარი და პარტნიორია და რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ბოლო ვიზიტი თბილისში თქვენი მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობის მკაფიო დემონსტრირებაა.

მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საქმიანი კავშირების ხელშეწყობა ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და არსებული ბიზნეს შესაძლებლობების უკეთ გამოყენების მიზნით. მჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების ურთიერთხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმება, რომელიც მალე შევა ძალაში, კიდევ უფრო წაახალისებს ბიზნესის სფეროში თანამშრომლობას.

ორმხრივი კავშირების გაძლიერების კუთხით, ასევე პრიორიტეტულია ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება. ჩვენ ვაფასებთ უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამას ქართველი სტუდენტებისთვის", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო გამოწვევების წინაშე მყოფი ქვეყანაა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

"რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. მადლობას ვუხდი უნგრეთს მხარდაჭერისთვის და საქართველოს რთული მდგომარეობის სიღრმისეულად გაგებისთვის",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი