რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე - დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად, ირჩევენ კუბოს

ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად, ირჩევენ კუბოს, რაღაც დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ, როდესაც თვითონ არიან სიძულვილის ტირაჟირების უკან, თვითონ არიან ზიზღის ამ აგრესიული კამპანიის ავტორები და სათავეები, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას სურს, ბოლომდე დააზარალოს ქვეყანა, ვინაიდან, ისინი ქართულ საზოგადოებას ვერ პატიობენ იმას, რომ უკვე მე-9 არჩევნებია, „სასტიკად მარცხდებიან და არ მიეცათ ქართველ ხალხზე შურისძიების შესაძლებლობა“.

"ვფიქრობ, საზოგადოება აქაც ხედავს, რომ მათ უნდათ, ბოლომდე დააზარალონ ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან, სინამდვილეში, ჩვენს საზოგადოებას ვერ პატიობენ იმას, რომ უკვე მე-9 არჩევნებზე სასტიკად დამარცხდნენ და ამან მათ არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ შური ეძიათ ქართველ ხალხზე. მათ ხომ ხელისუფლებაში მოსვლა ამისთვის უნდათ, რომ ქართველ ხალხზე იძიონ შური, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვერასდროს ეღირსებიან და ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ამას არ დავუშვებთ." - განაცხადა რატი იონათამიშვილმა “იმედის“ ეთერში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი