პიტერ სიიარტო  - ვართ დროში, როდესაც ჩვენმა ქვეყნებმა მუდმივად უნდა იბრძოლონ სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე - შეგვიძლია ერთმანეთის იმედი გვქონდეს!

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის უნგრეთში ვიზიტს ეხმაურება.

მის თქმით, უნგრეთს და საქართველოს ერთმანეთის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.

"საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში. ჩვენ ახლა იმ დროში ვართ, როდესაც ჩვენმა ქვეყნებმა მუდმივად უნდა იბრძოლონ თავიანთი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე. ერთი რამ ცხადია: შეგვიძლია ერთმანეთის იმედი გვქონდეს!“, - წერს უნგრელი მინისტრი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება